ქრაუდფანდის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: 

  1. პროექტის ავტორი ამზადებს ბიზნეს გეგმას ფინანსურ მოდელთან ერთად და ტვირთავს მას სხვა დამხმარე მასალებთან ერთად ვებ გვერდზე. პროექტის ასატვირთად საჭიროა საჭიროა, მომხმარებელმა გაიაროს რეგისტრაცია „პროექტის ავტორად“ www.crowdfund.ge-ზე. რეგისტრაციის პროცესი მარტივი პროცედურაა და საჭიროებს მხოლოდ სახელის, გვარის და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებას.
  2. პროექტის ატვირთვისას აუცილებელია დეტალური ინფორმაციის მოწოდება პროექტის ავტორის/ავტორების შესახებ.
  3. ქრაუდფანდის გუნდი განიხილავს ატვირთულ პროექტებს და ბიზნეს გეგმის ანალიზის შემდეგ შეარჩევს ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო პროექტებს.
  4. ქრაუდფანდის გუნდი შეხვდება გადარჩეული პროექტების ავტორებს მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, განიხილავს პროექტის დეტალებს და შეთანხმდება საინვესტიციო პირობებზე. მთავარი პირობები, რომლებზეც უნდა მოხდეს შეთანხმება პროექტის ვებგვერდზე განთავსებამდე, არის:
    • პროექტის ავტორის/ავტორების ფულადი/არაფულადი მონაწილეობა პროექტის კაპიტალში
    • პროექტის ავტორის/ავტორების დამატებითი წილი პროექტის კაპიტალში
    • პროექტის მენეჯმენტის და ზედამხედველობის სტრუქტურა
  5. მას შემდეგ, რაც მოხდება პროექტის პირობებზე შეთანხმება და მხარეები შეთანხმდებიან პროექტის საბოლოო ბიზნეს გეგმაზე, პროექტის ავტორი/ავტორები დაარეგისტრირებენ სააქციო საზოგადოებას (რაც საქართველოში მარტივი და იაფი პროცედურაა) და გააფორმებენ სტანდარტულ შეთანხმებას Crowdfund.ge-სთან.
  6. არჩეულ იქნება პროექტის ზედამხედველი, რომელიც გააკონტროლებს კომპანიის საოპერაციო საქმიანობას და უზრუნველყოფს ინვესტორების ინტერესების დაცვას კომპანიაში. ის კომპანიის დირექტორთან ერთად იქნება კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, კომპანიის დირექტორი არ იქნება უფლებამოსილი ზედამხედველი პირის ხელმოწერის გარეშე გააფორმოს ხელშეკრულებები კონტრაქტორებთან/თანამშრომლებთან. ასევე, ფულადი გადარიცხვების შესასრულებლად საჭირო იქნება ზედამხედველის ავტორიზაცია.
  7. პროექტი და დამხმარე მასალები საჯაროდ განთავსდება ვებსაიტზე.
  8. განთავსებული პროექტები ხილვადი იქნება საიტის ყველა ვიზიტორისთვის. იმ შემთხვევაში, თუ საიტის ვიზიტორი შეარჩევს ერთ-ერთ პროექტს და გადაწყვეტს მასში ინვესტირებას, აუცილებელია გაიაროს რეგისტრაცია „ინვესტორად“ ვებსაიტზე. „ინვესტორად“ რეგისტრაცია საკმაოდ მარტივი პროცესია. სტანდარტული რეგისტრაციისგან განსხვავებით, ინვესტორმა რეგისტრაციისას უნდა მიუთითოს თავისი ასაკი, პირადობის ნომერი და ატვირთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ან პასპორტის) სკანირებული ვერსია.
  9. რეგისტრაციის შემდეგ, ინვესტორს აქვს შესაძლებლობა გადარიცხოს თანხა სასურველ პროექტში. გადარიცხვა შესაძლებელია ორი გზით:
    • ინტერნეტ ბანკის საშუალებით
    • საბარათე გადარიცხვით
  10. გადარიცხული თანხები გროვდება ბანკის შუალედურ ანგარიშზე:
    • იმ შემთხვევაში, თუ ბანკი მიიღებს დასტურს Crowdfund.ge-სგან და პროექტის ავტორისგან, რომ მინიმალური მოთხოვნილი ინვესტიცია შეგროვებულ იქნა პროექტის დაფინანსებისთვის წინასწარ განსაზღვრულ ვადაში, დაგროვილი თანხა გადაირიცხება საპროექტო კომპანიის საბანკო ანგარიშზე
    • იმ შემთხვევაში, თუ მინიმალური მოთხოვნილი ინვესტიცია ვერ იქნება შეგროვებული პროექტის დაფინანსებისთვის წინასწარ განსაზღვრულ ვადაში, დაგროვილი თანხა მთლიანად დაუბრუნდებათ ინვესტორებს
  11. მოთხოვნილი ინვესტიციის მიღების შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია დაიწყოს საოპერაციო საქმიანობა ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ. ინვესტორებს უფლება ექნებათ ნებისმიერ დროს აირჩიონ ახალი ზედამხედველი ან შეთანხმდნენ, რომ კომპანია ოპერირებას გააგრძელებს ზედამხედველის გარეშე.
  12. ინვესტორები აქციების გაუფასურებისგან დაცულები არიან შესყიდვის უპირატესობის წესით, რომელიც დადგენილია კომპანიის წესდების მიხედვით. შესაბამისად, თუ კომპანია გადაწყვეტს ახალი აქციების გამოშვებას, პირველადი შეთავაზება აქციების შესყიდვაზე გაუკეთდებათ არსებულ ინვესტორებს, ხოლო ახალ ინვესტორებს ექნებათ მხოლოდ იმ აქციების შესყიდვის შესაძლებლობა, რომლებსაც არ შეისყიდიან არსებული ინვესტორები.

 

project
1
პროექტი
project
6
ინვესტორი
project
10 L
ინვესტირება