არსებობს პროექტის დაფინანსების მოპოვების სამი მექანიზმი: წილის შეთავაზება, სესხის აღება და სარგებლის შეთავაზება (პროდუქტის წინასწარი გაყიდვა). სამივე შემთხვევაში ინვესტიციის მოზიდვა ხდება ინვესტორისთვის გარკვეული სარგებლის შეთავაზების სანაცვლოდ. ქვემოთ მოცემულია თითოეული მექანიზმის მოკლე აღწერა. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდის მუშაობის პრინციპი. პროექტები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე info@crowdfund.ge, ან ატვირთოთ ქვემოთ მოცემული ლინკების შესაბამისად. 

წილის შეთავაზება

  • პროექტის ატვირთვის შემდეგ CROWDFUND-ის გუნდი განიხილავს თქვენს პროექტს
  • გუნდის მიერ პროექტით დაინტერესების შემთხვევაში მოხდება თქვენთან დაკავშირება და პროექტის დეტალებისა და პირობების ერთობლივად განხილვა
  • პროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისა და ინვესტირების პირობებზე შეთანხმების შემდეგ თქვენ არეგისტრირებთ სააქციო საზოგადოებას (რაც საქართველოში ძალიან მარტივი პროცედურაა)
  • კომპანიაში ინიშნება ზედამხედველი, რომელიც კომპანიის საქმიანობას აკონტროლებს და ინვესტორების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს
  • ამის შემდეგ პროექტი საჯაროდ განთავსდება CROWDFUND-ზე, რაც შესაძლებლობას გაძლევთ შესთავაზოთ ინვესტორებს წილი თქვენს კომპანიაში
  • ინვესტორების მიერ გადმორიცხული თანხები გროვდება შუალედურ ბანკის ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების რაუნდის ვადის გასვლამდე მოხერხდება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის შეგროვება, კომპანიის დირექტორი მიდის აქციათა დამოუკიდებელ რეგისტრატორთან და ინვესტორების სახელზე არეგისტრირებს კომპანიის აქციებს 
  • აქციების დარეგისტრირების შემდეგ, მოზიდული თანხები გადმოირიცხება კომპანიის ანგარიშზე
  • ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თანხების ხარჯვა და პროექტის განხორციელება
  • იმ შემთხვევაში, თუ ინვესტირების რაუნდის დასრულებამდე პროექტის განხორციელებისთვის საკმარისი თანხა არ შეგროვდა, ინვესტორებს უკან დაუბრუნდებათ გადმორიცხული თანხები
  • თქვენსა და ინვესტორებს შორის ურთიერთობა დარეგულირდება კომპანიის წესდებით
დამატება

სესხის შეთავაზება

  • პროექტის ატვირთვის შემდეგ CROWDFUND-ის გუნდი განიხილავს თქვენს პროექტს
  • გუნდის მიერ პროექტით დაინტერესების შემთხვევაში მოხდება თქვენთან დაკავშირება და პროექტის დეტალებისა და პირობების ერთობლივად განხილვა
  • სესხის გაცემა შესაძლებელია არსებულ კომპანიაზეც. ახალი კომპანიის, მითუმეტეს კონკრეტულად სააქციო საზოგადოების დარეგისტრირება არ არის აუცილებელი
  • კომპანიაში ინიშნება ზედამხედველი, რომელიც კომპანიის საქმიანობას აკონტროლებს და ინვესტორების ინტერესების დაცვას უზრუნველყოფს
  • ამის შემდეგ პროექტი საჯაროდ განთავსდება CROWDFUND-ზე, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ფიქსირებული საპროცენტო სარგებლის სანაცვლოდ მოიზიდოთ სესხი პროექტის განხორციელებისთვის
  • თქვენი პროექტის სასარგებლოდ თანხის გადარიცხვისას ინვესტორები აფორმებენ ელექტრონულ სესხის ხელშეკრულებებს
  • ინვესტორების მიერ გადმორიცხული თანხები გროვდება შუალედურ ბანკის ანგარიშზე
  • იმ შემთხვევაში, თუ დაფინანსების რაუნდის ვადის გასვლამდე მოხერხდება პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის შეგროვება, თანხა გადაირიცხება კომპანიის ანგარიშზე
  • ამ ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ თანხების ხარჯვა და პროექტის განხორციელება
  • იმ შემთხვევაში, თუ ინვესტირების რაუნდის დასრულებამდე პროექტის განხორციელებისთვის საკმარისი თანხა არ შეგროვდა, ინვესტორებს უკან დაუბრუნდებათ გადმორიცხული თანხები
  • ინვესტორებსა და თქვენს შორის ურთიერთობა რეგულირდება სესხის ხელშეკრულებებით
დამატება

გაცვლა

  • გაცვლის პროექტები სრულიად განსხვავდება მანამდე აღწერილი ორი სქემისგან
  • ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ინვესტორებს თანხების სანაცვლოდ შესთავაზოთ ნებისმიერი სახის პროდუქტი, მომსახურება ან კამპანია
  • მარტივად რომ ვთქვათ, ამ გზით თქვენ შეგიძლიათ გაყიდოთ პროდუქტი ან მომსახურება
  • მოთხოვნილი თანხის შეგროვების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ თანხას და ვალდებული იქნებით მიაწოდოთ ინვესტორს შეპირებული პროდუქტი ან მომსახურება, ან შეასრულოთ დაგეგმილი კამპანია
  • ამ შემთხვევაში შესაძლებელია როგორც უკვე არსებული პროდუქტების რეალიზების დაწყება, ასევე მომავალში საწარმოებელი პროდუქტების წინასწარი გაყიდვა და ამ თანხის გამოყენება პროდუქტების მისაწოდებლად
დამატება
project
1
პროექტი
project
6
ინვესტორი
project
10 L
ინვესტირება