CROWDFUND-ის მომსახურების პირობები

შეთანხმება დგება შემდეგ მხარეებს შორის:

  • სს ქრაუდფანდი (ს.კ. 405080816) (შემდგომში CrowdFund);
  • crowdfund.ge-ზე (შემდგომში ვებ გვერდი) ინვესტორად დარეგისტრირებული მომხმარებელი (შემდგომში ინვესტორი).

 

ვინაიდან: ინვესტორს აქვს სურვილი განახორციელოს ფულადი გადარიცხვა CrowdFund-ის კუთვნილ ვებ გვერდ www.crowdfund.ge-ზე (შემდგომში ვებ გვერდი) წარმოდგენილი მისთვის სასურველი პროექტის სასარგებლოდ,

ვინაიდან: ინვესტორს არ სურს მისი თანხის საპროექტო კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხვა სანამ ჯამში მისი და სხვა ინვესტორების მიერ ჩარიცხული თანხები (შემდგომში ჯამური ინვესტიცია) არ მიაღწევს პროექტის ავტორის მიერ მოთხოვნილ მინიმალურ ზღვარს (შემდგომში მინიმალური ჯამური ინვესტიცია),

მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

1. განმარტებები

პროექტი                ვებ გვერდზე განთავსებული პროექტი, რომლის სასარგებლოდაც ინვესტორს სურს თანხის გადარიცხვა. პროექტი შეიძლება იყოს სამი სახეის:

1. წილის შეთავაზება - ინვესტორი ინვესტიციის სანაცვლოდ ხდება კომპნაიის მეწილე. ამ შემთხვევაში ინვესტორსა და საპროექტო კომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება  საპროექტო კომპანიის წესდებით;
2. სესხის შეთავაზება - ინვესტორი ინვესტიციის სანაცვლოდ ხდება კომპანიის კრედიტორი;
3.   პროდუქტის შეთავაზება - ინვესტორი  ინვესტიციის სანაცვლოდ საპროექტო კომპანიისგან იღებს პროდუქცს ან მომსახურებას. ამ შემთხვევაში ინვესტორსა და საპროექტო კომპანიას შორის ურთიერთობა რეგულირდება საპროექტო კომპანიის განცხადებით/გარანტიის წერილით

პროექტის ავტორი   ვებ გვერდზე რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელმაც ვებ გვერდზე განათავსა პროექტი, რომლის სასარგებლოდაც ინვესტორს სურს თანხის გადარიცხვა

ჩარიცხული თანხა   ინვესტორის მიერ მისთვის სასურველი პროექტის სასარგებლოდ ჩარიცხული თანხა

2. თანხის ჩარიცხვა

  • არსებობს ინვესტორის მიერ პროექტის სასარგებლოდ თანხის ჩარიცხვის ორი საშუალება:
    საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ინტერნეტ ბანკის საშუალებით, ან ბანკის ფილიალიდან (შემდგომში ანგარიშზე ჩარიცხვა). ასეთი გადარიცხვისას გადარიცხვის დანიშნულებაში ვებ გვერდის ინსტრუქციების შესაბამისად უნდა ჩაიწეროს კონკრეტული დანიშნულება, რომლითაც CrowdFund-ი შეძლებს განსაზღვროს, თუ რომელი პროექტის სასარგებლოდ განახორციელა გადარიცხვა ინვესტორმა და
    2. ვებ გვერდის ავტომატური ონლაინ გადახდების სისტემის საშუალებით (შემდგომში ბარათით გადარიცხვა, ხოლო ანგარიშზე ჩარიცხვა და ონლაინ გადარიცხვა ერთად თანხის ჩარიცხვა).
  • იმ შემთხვევაში, თუ პროექტის სასარგებლოდ თანხის ჩარიცხვისას ინვესტორი:
    • ჩარიცხავს ისეთ თანხას, რომელიც, მას შემდეგ რაც დაემატება პროექტის სასარგებლოდ მანამდე ჩარიცხულ თანხებს, გადაამეტებს პროექტის მაქსიმალურ ლიმიტს (შემდგომში მაქსიმალური ჯამური ინვესტიცია); ან
    • ჩარიცხავს ისეთ თანხას, რომელიც არ ჩაჯდება ამ კონკრეტული პროექტისთვის წინასწარ განსაზღვრულ ერთი ინვესტორის მიერ განსახორციელებელ მინიმალურ და მაქსიმალურ ლიმიტებში, ან
    • არასწორად მიუთითებს გადარიცხვის დანიშნულებას, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო CrowdFund-ი ვერ შეძლებს განსაზღვოს, თუ რომელი პროექტის სასარგებლოდ შესრულდა გადარიცხვა, ან იყო თუ არა ეს გადარიცხვა ინვესტორის მიერ ან მისი დავალებით განხორციელებული,

ასეთ შემთხვევაში თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში CrowdFund- ინვესტორს უკან დაუბრუნდებს ჩარიცხულ თანხას იმ ანგარიშზე, საიდანაც ინვესტორმა განახორციელა თანხის ჩარიცხვა.

  • იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტში აღწერილი გარემოება დადგება და CrowdFund-ი განსაზღვრულ ვადაში არ მოახდენს თანხის დაბრუნებას, მას დაერიცხება ჯარიმა თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით (შემდგომში პირგასამტეხლო).

3. თანხის დაკავება

  • ინვესტორის მიერ ჩარიცხული თანხა დაკავდება CrowdFund-ის ანგარიშზე პროექტის დაფინანსების რაუნდის დასასრულამდე.
  • წინასწარ განსაზღვრული პროექტის დაფინანსებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვისას CrowdFund-ს უფლება აქვს დაასრულოს პროექტის დაფინანსების რაუნდი (შემდგომში რაუნდის დასასრული), ან გაზარდოს პროექტის დაფინანსების რაუნდი 30 კალენდარული დღით. დამატებითი ვადის გასვლა ავტომატურად ჩაითვლება რაუნდის დასასრულად.

4. პროექტის დაფინანსების რაუნდის დასასრული

  • პროექტის დაფინანსების რაუნდის დასასრულს, თუ პროექტის ჯამური ინვესტიცია ნაკლებია პროექტის ავტორის მიერ მოთხოვნილ ჯამურ მინიმალურ ინვესტიციაზე, ჩაითვლება, რომ პროექტის დაფინანსება ვერ განხორციელდა და ამ შემთხვევაში CrowdFund-ი რაუნდის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში ინვესტორს უკან დაუბრუნებს მის მიერ პროექტის სასარგებლოდ ჩარიცხულ თანხას იმ ანგარიშზე, საიდანაც ინვესტორმა განახორციელა თანხის ჩარიცხვა.
  • პროექტის დაფინანსების რაუნდის დასასრულს, თუ პროექტის ჯამური ინვესტიცია აღემატება პროექტის ავტორის მიერ მოთხოვნილ ჯამურ მინიმალურ ინვესტიციას, ჩაითვლება, რომ პროექტის დაფინანსება განხორციელდა წარმატებით.
  • დაფინანსების წარმატებით დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში CrowdFund-ი ვალდებულია გადაურიცხოს ინვესტორის მიერ გადარიცხული თანხა საპროექტო კომპანიის ანგარიშზე.

 

5. დამატებითი პირობა წილის შეთავაზების შემთხვევაში

  • იმ პროექტების შემთხვევაში, რომლებმაც დაფინანსება მოიზიდეს ინვესტორისთვის წილის შეთავაზების სანაცვლოდ, CrowdFund-ს არ თანხის საპროექტო კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვის ვალდებულება ქვემოთ მოცემული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში.
  • თუ პროექტის დაფინანსების წარმატებით დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში საპროექტო კომპანია წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის (შემდგომში რეგისტრატორი) მიერ მომზადებულ და საპროექტო კომპანიის მიერ სათანადოდ დამოწმებულ აქციათა რეესტრიდან ამონაწერს, რომელშიც ინვესტორების მიერ ჩარიცხული თანხების შესაბამისად განსაზღვრული იქნება აქციების რაოდენობები, ამ შემთხვევაში
  • პროექტის დაფინანსების წარმატებით დასრულების მიუხედავად, თუ პროექტის დაფინანსების წარმატებით დასრულებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში საპროექტო კომპანია ვერ წარმოადგენს რეგისტრატორის მიერ მომზადებულ და საპროექტო კომპანიის მიერ სათანადოდ დამოწმებულ აქციათა რეესტრიდან ამონაწერს, რომლიდანაც ცხადი იქნება, რომ ინვესტორს დაურეგისტრირდა მისი ჩარიცხული თანხის შესაბამისი აქციები, ამ შემთხვევაში CrowdFund-ი არ გადარიცხავს ინვესტორის მიერ გადარიცხულ თანხას საპროექტო კომპანიიის ანგარიშზე და სანაცვლოდ, 15 სამუშაო დღის განმავლობაში უკან დაუბრუნებს ინვესტორს მის მიერ გადარიცხულ თანხას იმავე ანგარიშზე, საიდანაც ინვესტორმა ჩარიცხა. ვადის გადაცილების შემთხვევაში CrowdFund-ს დაეკისრება პირგასამტეხლო.

 6. მხარეთა პასუხისმგებლობები

  • ინვესტორი პროექტის შერჩევისას და თანხის ჩარიცხვაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით.
  • CrowdFund-ი არ აგებს პასუხს ჩარიცხულ თანხაზე, ამ თანხის საპროექტო კომპანიის ანგარიშზე გადარიცხვის შემდეგ.
  • ინვესტორი აცნობიერებს, რომ CrowdFund-ი არ აგებს პასუხს ჩარიცხული თანხის ინვესტორისთვის დაბრუნებაზე, ან საპროექტო კომპანიის მართვაზე და ეს საკითხი არის მთლიანად ინვესტორისა და საპროექტო კომპანიის ურთიერთობის სფერო  
project
1
პროექტი
project
6
ინვესტორი
project
10 L
ინვესტირება