ჩვენ შესახებ

რა არის ქრაუდფანდინგი ?

ქრაუდფანდინგის ძირითადი იდეაა ბევრი ადამიანის მიერ ერთიანი ძალებით მსხვილი პროექტების განხორციელება.

ქრაუდფანდინგის აქვს ორი ძირითადი ფუნქცია:

  • იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ საინტერესო იდეა ეს არის იოლი საშუალება გააცნოთ თქვენი იდეა ხალხს, მიიღოთ მათი მხარდაჭერა და მოიპოვოთ დაფინანსება იდეის განსახორცუელებლად. 
  • იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ დანაზოგი, რომელიც რაიმე საინტერესო, სასარგებლო ან კომერციულად მიმზიდველ პროექტში უნდათ დააბანდონ, ქრაუდფანდინგი არის ამის საუკეთესო და ყველაზე მარტივი საშუალება.

ქრაუდფანდინგის პროცედურა შედგება სამი ძირითადი ეტაპისგან:

  • პროექტის შექმნა - პირველ რიგში იდეის ავტორები ამზადებენ ამ იდეის პრეზენტაციას და ათავსებენ მას ქრაუდფანდინგის პლატფორმაზე
  • იდეის გავრცელება - ამ ეტაპზე იდეის ავტორები მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, მის რეკლამირებას და ამ იდეით მაქსიმალურად ბევრი ადამიანის დაინტერესებას
  • ინვესტირება - იდეით დაინტერესებული ადამიანები მარტივი გადახდების სისტემის საშუალებით თანხებს რიცხავენ პროექტის სასარგებლოდ

იმ შემთხვევაში, თუ იდეის ავტორების მიერ შეთავაზებული პროექტი და მისი შემდგომი პოტენციური სარგებელი მიმზიდველი აღმოჩნდა ინვესტორისთვის, და დაფინანსებისთვის წინასწარ განსაზღვრული რაუდნის - 2-3 თვის განმავლობაში იდეის ავტორები მოახერხებენ მოთხოვნილი მინიმალური თანხის შეგროვებას, ისინი მიიღებენ შეგროვებულ ინვესტიციებს პროექტის განსახორციელებლად. 
თუმცა, თუ იდეის ავტორები საჭირო თანხის შეგროვებას სურულად ვერ მოახერხებენ, ისინი ყველა ინვესტორს უკან დაუბრუნებენ მათ მიერ გადარიცხულ თანხებს.

არსებობს ქრაუდფანდინგის სამი მიმართულება, რომლებიც ერთმანეთისაგნ განსხვავდებიან პროექტის ავტორების მიერ მოთხოვნილი დაფინანსების სანაცვლოდ ინვესტორებისთვის (ქრაუდისთვის) შეთავაზებული სარგებლით:

  • თანხების ჩარიცხვა კონკრეტულ პროექტში წილის სანაცვლოდ - equity-based crowdfunding
  • თანხების ჩარიცხვა ინვესტირებულ თანხაზე დარიცხული პროცენტის სანაცვლოდ - debr-based crowdfunding
  • ინვესტირებული თანხის შესაბამისი პროდუქტი/სერვისი/სხვა სარგებელი - reward based-crowdfunding

Crowdfund.ge

Crowdfund.ge არის პირველი ქართული Crowdfunding პლატფორმა, რომელიც არერთიანებს ზემოთ აღწერილ სამივე მეთოდს:

  • Equity-based Crowdfunding
  • Loan-based Crowdfunding
  • Reward-based Crowdfunding

ვებ გვერდი დაარსებულია ახალგაზრდა ფინანსისტთა ჯგუფის მიერ და ის მორგებულია ადგილობრივ კანონმდებლობასა და ბაზრის სპეციფიკას.
ვებ გვერდის მუშაობასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე როგორ მუშაობს

 

რატომ არის მომგებიანი პროექტის ქრაუდფანდზე განთავსება

დაფინანსება - პროექტის ავტორს შეუძლია მიიღოს დაფინანსება სხვადასხვა სახის პროექტებისთვის ქველმოქმედების, გრანტის, სესხი ან წილში მონაწილეობის სანაცვლოდ. ეს იდეის ავტორებს საშუალებას აძლევს მოარგონ დაფინანსების ტიპი თავიანთი იდეის .

ფართო წვდომა - პროექტის ხილვა შეუძლია ფართო საზოგადოებას. პროექტის ავტორმა შეიძლება მოიზიდოს ისეთი ადამიანები, რომლებთან დაკავშირებაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა.

კონცეფციის ტესტირება - ქრაუდფანდის გამოცდილი გუნდი შეაფასებს თქვენს იდეას, მოგეხმარებათ პროექტის გამართვაში. ასევე დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში - რაც გულისხმობს მრავალი ინვესტორის მონაწილეობას - თქვენ დარწმუნებით გეცოდინებათ რომ ხახლში თქვენი იდეა უკვე სარგებლობს პოპულარობით

მხარდაჭერა - ხალხი რომელიც გახდება თქვენი პროექტის ინვესტორი ხდება პროექტის თანამონაწილე. მათ ინტერესებში შედის თქვენი იდეის წარმატება და მხარდაჭერა.

 

 

project
1
პროექტი
project
6
ინვესტორი
project
10 L
ინვესტირება